საქართველოს საპატრიარქოსთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2837
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020628
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2837

2015 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

         1. საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებული საგანმანათლებლო ცენტრისა და სასწავლო დაწესებულებების  სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ  „საქართველოს  2015  წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს  საპატრიარქოს გამოუყოს 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი)  ლარი,  მათ შორის:

ა)   ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახ. სკოლა−პანსიონისათვის − 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარი;

ბ) ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სვიმონ კანანელის სახელობის      სასულიერო სწავლების ცენტრისათვის − 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

გ) ა(ა)იპ − მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური   საშუალო სკოლისათვის − 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი;

დ)  ა(ა)იპ − საქართველოს  საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახ. სამრევლო სკოლისათვის  −  10 000 (ათი ათასი) ლარი;

ე) ა(ა)იპ − ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლისათვის −   5 000 (ხუთი ათასი) ლარი;

ვ) ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიისათვის − 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.

         2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საერთო−სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში მოიძიოს შესაბამისი  რესურსი საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის გასაზრდელად.  

პრემიერ−მინისტრი                                                გიორგი კვირიკაშვილი