საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1108
2015 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ 2015 წლის იანვარ-მაისში, სსიპ - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომელთათვის შრომის ანაზღაურებისა და აღნიშნული დაწესებულების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, მიმართულ იქნა სულ – 725 500 (შვიდას ოცდახუთი ათას ხუთასი) ლარი, მათ შორის, 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი – სპორტის ინფრასტრუქტურის, რეაბილიტაციისა და სპორტული ინვენტარის განახლების პროგრამის ასიგნებებიდან, ხოლო 139 000 (ას ოცდაცხრამეტი ათასი) ლარი – ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის ასიგნებებიდან.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში განსაზღვრული პროგრამების ნაწილობრივი შევსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 289 000 (ორას ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარი.
3. ა(ა)იპ – მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წლის ბოლომდე შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 1 090 000 (მილიონ ოთხმოცდაათი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.06.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 01.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1108. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019275.
- სად არის „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.06.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №1108, 01.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019275 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2869871/