საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1042
2017 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ 2017 წლის მაის-ივნისში საქართველოში გასამართი რაგბში 20 წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან მიმართულ იქნა:
ა) 1 315 200 (ერთი მილიონ სამას თხუთმეტი ათას ორასი) ლარი – „რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ ასიგნებებიდან;
ბ) 95 050 (ოთხმოცდათხუთმეტი ათას ორმოცდაათი) ლარი – „საქართველოში გასამართი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ ასიგნებებიდან.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი, მათ შორის:
ა) 1 315 200 (ერთი მილიონ სამას თხუთმეტი ათას ორასი) ლარი – ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული „რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ 2017 წლის ასიგნებების შევსების მიზნით, პროგრამით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად;
ბ) 3 684 800 (სამი მილიონ ექვსას ოთხმოცდაოთხი ათას რვაასი) ლარი – 2017 წლის მაის-ივნისში საქართველოში გასამართი რაგბში 20 წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივ დასაფინანსებლად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.05.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 29.05.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1042. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023881.
- სად არის „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №1042, 29.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023881 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3693935/