სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2046
2015 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
1. მიმდინარე წლის ივნის-სექტემბერში მომხდარი სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 1 877 916 (ერთი მილიონ რვაას სამოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას თექვსმეტი) ლარი, მათ შორის:
ა) ყვარლის მუნიციპალიტეტს - 1 130 000 (ერთი მილიონ ას ოცდაათი ათასი) ლარი;
ბ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს - 667 507 (ექვსას სამოცდაშვიდი ათას ხუთას შვიდი) ლარი;
გ) მცხეთის მუნიციპალიტეტს - 80 409 (ოთხმოცი ათას ოთხას ცხრა) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტმა - 21 487 (ოცდაერთი ათას ოთხას ოთხმოცდაშვიდი) ლარის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტმა, 58 922 (ორმოცდათვრამეტი ათას ცხრაას ოცდაორი) ლარის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი