გ. თაბუაშვილის, დ. ლეჟავასა და გ. კაკაურიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, დოკუმენტზე „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2015-2018 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენებაზე „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1770
2014 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
გ. თაბუაშვილის, დ. ლეჟავასა და გ. კაკაურიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, დოკუმენტზე „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2015-2018 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენებაზე „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „საქართველოს2015წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, დოკუმენტზე „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2015-2018 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენებაზე „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები დავით ლეჟავა და გიორგი კაკაურიძე. ხოლო წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო კანონპროექტებზე – „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები დავით ლეჟავა და გიორგი კაკაურიძე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი