საქართველოს მთავრობის მიერ „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტებზე ნ. მიქელაძისა და ი. სირაძის მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 05/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №2

2010 წლის 5 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის მიერ „შემოსავლების სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტებზე ნ. მიქელაძისა და ი. სირაძის მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე

საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სა­პარლამენტო მდივნის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხ­ლის მე-6 პუნქტისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად:

1. მოწონებულ იქნეს ,,შემოსავლების სამსახურის შესა­ხებ’’ სა­ქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონ­პროექ­ტები: ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტა­ნის შესახებ’’, ,,საქართველოს საბაჟო კო­დექსში ცვლილებების შეტა­ნის შესახებ’’, ,,საჯარო სამსა­ხურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესა­ხებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტა­ნის შესახებ’’ და ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თა­მა­შო­ბების მოწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილე­ბის შეტანის შესახებ’’.

2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავ­რობის მიერ წარდგენილი, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათ­ვალისწინებული კანონპროექტები განიხილოს რიგგარეშე.

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინი­ციატი­ვით წარდგენილ ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ’’, ,,საქართვე­ლოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შე­ტანის შესახებ’’, ,,საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილე­ბების შეტანის შესახებ’’, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ’’ და ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყო­ბის შე­სახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ’’ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ სა­ქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ნათია მი­ქელაძე და ირაკლი სირაძე.

პრემიერ-მინისტრი                                             ნ.გილაური