საქართველოს მთავრობის მიერ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტებზე კ. ბაინდურაშვილისა და ი. სირაძის მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №765
2010 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის მიერ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტებზე კ. ბაინდურაშვილისა და ი. სირაძის მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად:
1. მოწონებულ იქნეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი, განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონპროექტები განიხილოს რიგგარეშე.
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძე.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის მიერ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტებზე კ. ბაინდურაშვილისა და ი. სირაძის მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის მიერ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტებზე კ. ბაინდურაშვილისა და ი. სირაძის მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.06.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის მიერ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტებზე კ. ბაინდურაშვილისა და ი. სირაძის მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე“?
- „საქართველოს მთავრობის მიერ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტებზე კ. ბაინდურაშვილისა და ი. სირაძის მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე“ მიღებულია 14.06.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №765. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს მთავრობის მიერ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტებზე კ. ბაინდურაშვილისა და ი. სირაძის მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.06.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის მიერ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტებზე კ. ბაინდურაშვილისა და ი. სირაძის მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე“, №765, 14.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2259598/