ნ. მიქელაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №193
2010 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
ნ. მიქელაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“და „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური