სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2522
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022684
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2522

2016 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

1. მიმდინარე წლის ნოემბერში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, საექსპერტო მომსახურების, სამშენებლო სამუშაოების და მასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვისათვის, მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 821 700 (რვაას ოცდაერთი ათას შვიდასი) ლარი, მათ შორის:

ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს – 341 200 (სამას ორმოცდაერთი ათას ორასი) ლარი;

ბ) ბაღდათის მუნიციპალიტეტს – 338 200 (სამას ოცდათვრამეტი ათას ორასი) ლარი;

გ) ხონის მუნიციპალიტეტს – 90 300 (ოთხმოცდაათი ათას სამასი) ლარი;

დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტს – 52 000 (ორმოცდათორმეტი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ ქუთაისის, ბაღდათის და ხონის მუნიციპალიტეტებმა, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი