სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1234
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 06/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1234

2013 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისგანხორციელების თაობაზე

1. მიმდინარე წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 9 997 291 (ცხრა მილიონ ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ორას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი, მათ შორის:

ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 2 967 500 (ორი მილიონ ცხრაას სამოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი ;

ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 2 276 195 (ორი მილიონ ორას სამოცდათექვსმეტი ათას ას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი;

გ) მარტვილის მუნიციპალიტეტს - 1 222 500 (ერთი მილიონ ორას ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი;

დ) სენაკის მუნიციპალიტეტს - 909 800 (ცხრაას ცხრა ათას რვაასი) ლარი;

ე) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ვ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს - 542 000 (ხუთას ორმოცდაორი ათასი) ლარი;

ზ) დუშეთის მუნიციპალიტეტს - 404 000 (ოთხას ოთხი ათასი) ლარი;

თ) ვანის მუნიციპალიტეტს - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;

ი) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს - 371 000 (სამას სამოცდათერთმეტი ათასი) ლარი;

კ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტს - 70 112 (სამოცდაათი ათას ას თორმეტი) ლარი;

ლ) ადიგენის მუნიციპალიტეტს - 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი;

მ) ხონის მუნიციპალიტეტს - 37 822 (ოცდაჩვიდმეტი ათას რვაას ოცდაორი) ლარი;

ნ) ახალგორის მუნიციპალიტეტს - 6 362 (ექვსი ათას სამას სამოცდაორი) ლარი.

2. ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 პრემიერ-მინისტრი                                                                      ბ .ივანიშვილი