სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №321
2013 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ მიმდინარე წლის მარტში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა საკუთარი ბიუჯეტებიდან განახორციელეს თანხების გამოყოფა.
2. მიმდინარე წლის მარტში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოს 6 532 090 (ექვსი მილიონ ხუთას ოცდათორმეტი ათას ოთხმოცდაათი) ლარი, მათ შორის:
ა) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს - 5 247 300 (ხუთი მილიონ ორას ორმოცდაშვიდი ათას სამასი) ლარი, კერძოდ:
ა.ა) გორის მუნიციპალიტეტს - 1 660 000 (ერთი მილიონ ექვსას სამოცი ათასი) ლარი;
ა.ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს - 880 000 (რვაას ოთხმოცი ათასი) ლარი;
ა.გ) კასპის მუნიციპალიტეტს - 800 000 (რვაასი ათასი) ლარი;
ა.დ) მცხეთის მუნიციპალიტეტს - 703 000 (შვიდას სამი ათასი) ლარი;
ა.ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ა.ვ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს - 301 100 (სამას ერთი ათას ასი) ლარი;
ა.ზ) მარნეულის მუნიციპალიტეტს - 100 000 (ასი ათასი) ლარი;
ა.თ) დუშეთის მუნიციპალიტეტს - 85 000 (ოთხმოცდახუთი ათასი) ლარი;
ა.ი) ლენტეხის მუნიციპალიტეტს - 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი;
ა.კ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტს - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ა.ლ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ა.მ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს - 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
ა.ნ) ქარელის მუნიციპალიტეტს - 30 700 (ოცდაათი ათას შვიდასი) ლარი;
ა.ო) თიღვის მუნიციპალიტეტს - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;
ა.პ) ახალგორის მუნიციპალიტეტს - 7 500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარი.
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - 1 284 790 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდაოთხი ათას შვიდას ოთხმოცდაათი) ლარი, სტიქიის შედეგად დაზიანებული საგანმანათლებლო დაწესებულებების (საჯარო სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლის) სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების მეორე პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ- მინისტრი ბ. ივანიშვილი