სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №693
2013 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
1. მიმდინარე წლის მაისი-ივნისის თვეებში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 4 805 600 (ოთხი მილიონ რვაას ხუთი ათას ექვსასი) ლარი, მათ შორის:
ა) მარტვილის მუნიციპალიტეტს - 1 600 000 (ერთი მილიონ ექვსასი ათასი) ლარი;
ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტს - 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი;
გ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს - 898 500 (რვაას ოთხმოცდათვრამეტი ათას ხუთასი) ლარი;
დ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;
ე) გურჯაანის მუნიციპალიტეტს - 379 000 (სამას სამოცდაცხრამეტი ათასი) ლარი;
ვ) თიანეთის მუნიციპალიტეტს - 196 100 (ას ოთხმოცდათექვსმეტი ათას ასი) ლარი;
ზ) ახმეტის მუნიციპალიტეტს - 192 000 (ას ოთხმოცდათორმეტი ათასი) ლარი;
თ) ადიგენის მუნიციპალიტეტს - 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი;
ი) დუშეთის მუნიციპალიტეტს - 60 000 (სამოცი ათასი) ლარი.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებმა უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების (მათ შორის სახიდე გადასასვლელების), ადგილობრივი მნივნელობის გზების, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, სანიაღვრე არხების (მათ შორის წყალგამტარი მილები), ბოგირების, გაბიონების, საცხოვრებელი სახლების სახურავების, ნაპირსამაგრი ნაგებობისა და ადმინისტრაციული შენობების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა.
3. ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად ამ განკარგულებით გათვალისწინებული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი