სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№1016
2013 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
1. მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის თვეებში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 8 255 712 (რვა მილიონ ორას ორმოცდათხუთმეტი ათას შვიდას თორმეტი) ლარი, მათ შორის:
ა) დუშეთის მუნიციპალიტეტს - 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი ;
ბ) ხობის მუნიციპალიტეტს - 1 300 000 (ერთი მილიონ სამასი ათასი) ლარი;
გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს - 1 258 400 (ერთი მილიონ ორას ორმოცდათვრამეტი ათას ოთხასი) ლარი;
დ) სენაკის მუნიციპალიტეტს - 1 064 000 (ერთი მილიონ სამოცდაოთხი ათასი) ლარი;
ე) ონის მუნიციპალიტეტს - 989 000 (ცხრაას ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარი.
ვ) თვითმმართველ ქალაქ რუსთავს - 913 697 (ცხრაას ცამეტი ათას ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი;
ზ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტს - 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
თ) წალკის მუნიციპალიტეტს - 306 715 (სამას ექვსი ათას შვიდას თხუთმეტი) ლარი;
ი) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 245 000 (ორას ორმოცდახუთი ათასი) ლარი;
კ) ლენტეხის მუნიციპალიტეტს - 135 900 (ას ოცდათხუთმეტი ათას ცხრაასი) ლარი;
ლ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს - 123 000 (ას ოცდასამი ათასი) ლარი;
მ) სამტრედიის მუნიციპალიტეტს - 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების (მათ შორის სახიდე გადასასვლელების), ადგილობრივი მნივნელობის გზების, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, სანიაღვრე არხების (მათ შორის წყალგამტარი მილები), ბოგირების, გაბიონების, საცხოვრებელი სახლების სახურავების, ნაპირსამაგრი ნაგებობის , ადმინისტრაციული შენობების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა.
3. ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად ამ განკარგულებით გათვალისწინებული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი