სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2033
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2033

2014 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისგანხორციელების თაობაზე

1. 201 4 წელს მომხდარი სტიქიის შედეგებისსალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ , „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან , ადგილობრივ თვითმმართველერთეულებს გამოუყოს 1 855 457 (ერთი მილიონ რვაას ორმოცდათხუთმეტი ათას ოთხას ორმოცდაჩვიდმეტი)ლარი, მათ შორის:

ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს - 833 444 (რვაას ოცდაცამეტი ათას ოთხასორმოცდაოთხი) ლარი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად;

ბ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 696 098(ექვსას ოთხმოცდათექვსმეტი ათას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად;

გ) ლენტეხის მუნიციპალიტეტს - 248 915(ორას ორმოცდარვა ათას ცხრაას თხუთმეტი) ლარი ,მათ შორის: 6 050 (ექვსი ათას ორმოცდაათი) ლარი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, ხოლო 242 865 (ორას ორმოცდაორი ათას რვაას სამოცდახუთი) ლარი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად;

დ)ჭიათურის მუნიციპალიტეტს - 77 000 (სამოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი. მათ შორის: 2 000 (ორი ათასი) ლარი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, ხოლო75 000(სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში , ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა , უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული წყლის სათავე ნაგებობებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურებების შესყიდვა.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის, ჩოხატაურის დალენტეხის მუნიციპალიტეტებმა , ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტისშესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტმა , ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

პრემიერ-მინისტრი                                                             ი . ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.11.2014.
როდის იქნა მიღებული „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“?
„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ მიღებულია 07.11.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2033. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018003.
სად არის „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.11.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, №2033, 07.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018003 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2576940/