საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№272
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016663
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №272

2014 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  1. 2013 წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გამოუყოს 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მიეცეს უფლება, უზრუნველყოს სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების (მათ შორის, სახიდე გადასასვლელები), ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, სანიაღვრე არხების (მათ შორის, წყალგამტარი მილები), ბოგირების, გაბიონების, ნაპირსამაგრი ნაგებობების (მათ შორის, ნაპირსამაგრი სამუშაოები და მდინარეების კალაპოტების გაწმენდა) და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა.

3. აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                          ი. ღარიბაშვილი