სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№264
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020972
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №264

2016 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში, ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 4 565 786 (ოთხი მილიონ ხუთას სამოცდახუთი ათას შვიდას ოთხმოცდაექვსი) ლარი, მათ შორის:

ა) წყნეთში, მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის მიმდებარედ, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისათვის – 483 375 (ოთხას ოთხმოცდასამი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარი;

ბ) თბილისი-კოჯორი-მანგლისის დამაკავშირებელი გზის 6,34 კმ-მდე მონაკვეთის შეკეთების II ეტაპის სამუშაოებისათვის – 4 082 411 (ოთხი მილიონ ოთხმოცდაორი ათას ოთხას თერთმეტი) ლარი.        

პრემიერ-მინისტრი              გიორგი კვირიკაშვილი