სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1340
2016 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
2015-2016 წლებში მომხდარი სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 4 583 978 (ოთხი მილიონ ხუთას ოთხმოცდასამი ათას ცხრაას სამოცდათვრამეტი) ლარი, მათ შორის:
ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს− 869 300 (რვაას სამოცდაცხრა ათას სამასი) ლარი;
ბ) მესტიის მუნიციპალიტეტს 869 279− (რვაას სამოცდაცხრა ათას ორას სამოცდაცხრამეტი) ლარი;
გ) საჩხერის მუნიციპალიტეტს −701 845 (შვიდას ერთი ათას რვაას ორმოცდახუთი) ლარი;
დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტს−497 583 (ოთხას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას ოთხმოცდასამი) ლარი;
ე) თიანეთის მუნიციპალიტეტს −410 000 (ოთხას ათი ათასი) ლარი;
ვ) ონის მუნიციპალიტეტს −324 500 (სამას ოცდაოთხი ათას ხუთასი) ლარი;
ზ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს −248 500 (ორას ორმოცდარვა ათას ხუთასი) ლარი;
თ) მარტვილის მუნიციპალიტეტს −241 300 (ორას ორმოცდაერთი ათას სამასი) ლარი;
ი) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს −223 140 (ორას ოცდასამი ათას ას ორმოცი) ლარი;
კ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს −129 534 (ას ოცდაცხრა ათას ხუთას ოცდათოთხმეტი) ლარი;
ლ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს −68 988 (სამოცდარვა ათას ცხრაას ოთხმოცდარვა) ლარი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი