სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №293
2016 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
2015 წელს სხვადასხვა სტიქიური მოვლენის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 3 881 956 (სამი მილიონ რვაას ოთხმოცდაერთი ათას ცხრაას ორმოცდათექვსმეტი) ლარი, მათ შორის:
ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს − 1 297 067 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას სამოცდაშვიდი) ლარი;
ბ) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს − 838 879 (რვაას ოცდათვრამეტი ათას რვაას სამოცდაცხრამეტი) ლარი;
გ) დუშეთის მუნიციპალიტეტს − 831 870 (რვაას ოცდათერთმეტი ათას რვაას სამოცდაათი) ლარი;
დ) ხობის მუნიციპალიტეტს − 518 510 (ხუთას თვრამეტი ათას ხუთას ათი) ლარი;
ე)სამტრედიის მუნიციპალიტეტს − 360 700 (სამას სამოცი ათას შვიდასი) ლარი;
ვ)თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს − 34 930 (ოცდათოთხმეტი ათას ცხრაას ოცდაათი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი