სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2101
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024747
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2101

2017 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების

 განხორციელების თაობაზე

მიმდინარე წლის ივნისში, ივლისსა და სექტემბერში ძლიერი ნალექის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არა უმეტეს 1 350 000 (ერთი მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი) ლარისა, კერძოდ:

ა) მესტიის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარისა;

ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარისა;

გ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარისა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                           გიორგი კვირიკაშვილი