სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1828
2017 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
მიმდინარე წლის აგვისტოში ძლიერი ნალექის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არა უმეტეს 321 000 (სამას ოცდაერთი ათასი) ლარისა, კერძოდ:
ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 247 000 (ორას ორმოცდაშვიდი ათასი) ლარისა;
ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 74 000 (სამოცდათოთხმეტი ათასი) ლარისა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.08.2017.
- როდის იქნა მიღებული „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“?
- „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ მიღებულია 30.08.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1828. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024520.
- სად არის „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.08.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, №1828, 30.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024520 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3801745/