ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №485
2016 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
ქალაქ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მოსული უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 2 872 293 (ორი მილიონ რვაას სამოცდათორმეტი ათას ორას ოთხმოცდაცამეტი) ლარი, მათ შორის:
ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 1 872 293 (ერთი მილიონ რვაას სამოცდათორმეტი ათას ორას ოთხმოცდაცამეტი) ლარი სოფელ ხიდისთავში საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად;
ბ) ქალაქ ოზურგეთს – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოების ნაწილობრივი დაფინანსების განსახორციელებლად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი