ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1525
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024242
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1525

2017 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა)     ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, ქალაქ ოზურგეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტის, მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების მიზნით, 2016 წლის 19 თებერვალს გააფორმა №27 ხელშეკრულება 2 508 400 (ორი მილიონ ხუთას რვა ათას ოთხასი) ლარზე;

ბ)    „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის №485 განკარგულების საფუძველზე, ქალაქ ოზურგეთს მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების მიზნით გამოეყო 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი, რაც სრულად იქნა ათვისებული.

2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პროექტის ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                         გიორგი კვირიკაშვილი