საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№629
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016938
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №629

 2014 წლის 8 აპრილი

 ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხისგამოყოფისშესახებ

   1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო სათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხისგამოყოფისშესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2175 განკარგულების შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირებისათვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი დან შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ საწესდებო კაპიტალის გასაზრდელად გამოყოფილი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარიდან საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ ჯამურად შეადგინა 849 650 (რვაას ორმოცდაცხრა ათას ექვსას ორმოცდაათი ლარი), ხოლო ეკონომიამ _ 150 350 (ას ორმოცდაათი ათას სამას ორმოცდაათი ლარი).

  2. ოკუპირებული ტერიტორიის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირებისათვის სამშენებლო სამუშაოების ნაწილობრივ დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყოს 10 000 000 (ათი მილიონი) ლარი, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კაპიტალის გასაზრდელად.

3. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ოკუპირებული ტერიტორიის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირებისათვის ჩატარებული საპროექტო სამუშაოებიდან წარმოქმნილი ეკონომია მიმართოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი