გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკისა და სოფლის ამბულატორიების მშენებლობის დასაფინანსებლად სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1117
2013 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკისა და სოფლის ამბულატორიების მშენებლობის დასაფინანსებლად სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის 2013 წლის 20 აგვისტოს სხდომაზე მოწონებულ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში 81 სოფლის ამბულატორიისა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობის თაობაზე.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 3 900 000 (სამი მილიონ ცხრაასი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში სოფლის ამბულატორიების მშენებლობისთვის - 2 400 000 (ორი მილიონ ოთხასი ათასი)ლარი;
ბ) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობისთვის - 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.
3. სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამბულატორიების მშენებლობის ადგილმდებარეობის შერჩევა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება განახორციელოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი