ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1919
2014 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნოლოგიური განვითარების ფონდი ახორციელებს დინამო არენის (ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი) ინფრასტრუქტურის მოწყობას 2015 წლის 11 აგვისტოს, უეფას ეგიდით გასამართი ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩისთვის, უეფას სტანდარტების შესაბამისად.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სსიპ – ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა, უზრუნველყოს საპროექტო მომსახურების, სამშენებლო სამუშაოების და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების, ასევე, პროექტირებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საზედამხედველო და საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2014 და 2015 წლების ბიუჯეტებით სსიპ – ტექნოლოგიური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.10.2014.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 24.10.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1919. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017912.
- სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.10.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №1919, 24.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017912 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2566307/