ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2244
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018188
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2244

2014 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ტექნოლოგიური განვითარების ფონდი ახორციელებს ქ. თბილისში, 2015 წლის მაისის თვეში ჩასატარებელი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის დიღმის ოლიმპიური სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს.   

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული კეთილმოწყობის სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის  სსიპ - ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების და მშენებლობასთან დაკავშირებული საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                              ი . ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2014.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 10.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2244. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018188.
სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №2244, 10.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018188 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2627880/