საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №678
2016 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების საინვესტიციო გარემოს შესწავლის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საკუთარი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის კვლევის მომსახურებისა და შესაბამისი კვლევის შედეგის ინფორმაციული ბიულეტენების ბეჭდვის მომსახურების შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, თანაბარწილად (ამ განკარგულების მე-2 პუნქტის გათვალისწინებით), სამინისტროსთვის 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
2. „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სს „საპარტნიორო ფონდმა“ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვის ღირებულების 1/3-ის (მაგრამ არაუმეტეს 16 520 აშშ დოლარისა) გადახდა, საკუთარი სახსრებიდან, სამინისტროს მიმართვის საფუძველზე.
3. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შესყიდვის ხელშეკრულებაში აისახოს სს „საპარტნიორო ფონდის“ უფლება, უსასყიდლოდ ისარგებლოს მიღებული კვლევის შედეგებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი