სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1613
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024351
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1613

2017 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარე 229662 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №66.42.08.397) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 161 000 (ას სამოცდაერთი ათასი) ლარის გადახდის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაეცეს შპს „აგრო კონტინენტალს“ (ს/კ: №405197479).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით:

ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის არანაკლებ 80% ფართობზე (რაც შეიძლება მოიცავდეს ნარგავებით გაშენებულ ტერიტორიას, ნარგავებს შორის გადასაადგილებელ (მათ შორის, სპეციალური ტექნიკის გადასაადგილებელ) ბილიკებს/საირიგაციო სისტემის მიერ დაკავებულ ფართობს) მრავალწლიანი ნარგავების გაშენება და ინფრასტრუქტურის (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის საირიგაციო სისტემითა და დამცავი მესრით უზრუნველყოფას) მოწყობა;

ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 184 000 (ას ოთხმოცდაოთხი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვეში, არანაკლებ 4 (ოთხი) ადამიანის დასაქმება არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით;

დ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში:

დ.ა) ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების დანართის შესაბამისად;

დ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში და შემდგომ ყოველ 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.

3. შპს „აგრო კონტინენტალი“ ვალდებულია, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით და რომელიც მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოფს ამავე პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                         გიორგი კვირიკაშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.08.2017.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 03.08.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1613. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024351.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1613, 03.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024351 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3778638/