საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1398
2014 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო გარემოს შესწავლის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ქალაქ თბილისის მერიამ საკუთარი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის კვლევის მომსახურებისა და შესაბამისი კვლევის შედეგის ინფორმაციული ბიულეტენების ბეჭდვის მომსახურების შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, თანაბარწილად (ამ განკარგულების მე-2 პუნქტის გათვალისწინებით), 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ქ. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
2. „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სს „საპარტნიორო ფონდმა“ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვის ღირებულების მესამედის გადახდა, ამავე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლისათვის, საკუთარი სახსრებიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი