ფიზიკური პირის გურამ ქარაზანაშვილისათვის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №419
2015 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
ფიზიკური პირის გურამ ქარაზანაშვილისათვის საქმიანობისხელშესაწყობადრიგღონისძიებათაგანხორციელების თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, გაუქმდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სს „დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კლინიკის“ ერთ ლარიანი ნომინალური ღირებულების 1 522 091 ცალი ჩვეულებრივი აქციის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 5 მარტის №1-1/707 ბრძანების მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სააუქციონო პირობა, იმ შემთხვევაში, თუ ფ/პ გურამ ქარაზანაშვილი უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 44 646,86 (ორმოცდაოთხი ათას ექვსას ორმოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდას 2015 წლის 1 აპრილამდე.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,ფ/პ გურამ ქარაზანაშვილი გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და ფ/პ გურამ ქარაზანაშვილს შორის, 2012 წლის 22 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 4.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან, იმ პირობით, რომ იგი შეასრულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობას.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ფიზიკური პირის გურამ ქარაზანაშვილისათვის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ფიზიკური პირის გურამ ქარაზანაშვილისათვის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.03.2015.
- როდის იქნა მიღებული „ფიზიკური პირის გურამ ქარაზანაშვილისათვის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“?
- „ფიზიკური პირის გურამ ქარაზანაშვილისათვის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ მიღებულია 06.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №419. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018733.
- სად არის „ფიზიკური პირის გურამ ქარაზანაშვილისათვის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.03.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ფიზიკური პირის გურამ ქარაზანაშვილისათვის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“, №419, 06.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018733 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2767612/