აბრამ ჩანჩალაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1547
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017690
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1547

2014 წლის 8 სექტემბერი

 ქ. თბილისი

აბრამ ჩანჩალაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, გაუქმდეს „სს „საქპრესა“-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების (75%, 165700 ცალი ჩვეულებრივი აქცია) კომერციული კონკურსის ფორმით 50% ფასდაკლებით პრივატიზების შესახებ“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2003 წლის 27 მარტის №1-3/242 ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები (გარდა, მყიდველის მიერ საბოლოო გასაყიდი ფასის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში თანაბარპროპორციულად, თვეების მიხედვით, გადახდის ვალდებულების შესრულებისა), იმ პირობით, რომ ფ/პ აბრამ ჩანჩალაშვილი, ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 000 (ერთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდას.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფ/პ აბრამ ჩანჩალაშვილი გათავისუფლდეს ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს (უფლებამონაცვლე – სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და ფ/პ აბრამ ჩანჩალაშვილს შორის 2003 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან, იმ პირობით, რომ იგი შეასრულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობას.

3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                               ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აბრამ ჩანჩალაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „აბრამ ჩანჩალაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.09.2014.
როდის იქნა მიღებული „აბრამ ჩანჩალაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“?
„აბრამ ჩანჩალაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ მიღებულია 08.09.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1547. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017690.
სად არის „აბრამ ჩანჩალაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.09.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „აბრამ ჩანჩალაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“, №1547, 08.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017690 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2510667/