სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აბაშის მერძევეობის ფერმისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2455
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020340
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2455

2015 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  შპს „აბაშის მერძევეობის ფერმისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონისმე-18მუხლისმე-3პუნქტის შესაბამისად,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუჯუნაში მდებარე 5 917 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №40.12.41.089) და 4 407 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №40.12.41.088) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 10 330 (ათი ათას სამას ოცდაათი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „აბაშის მერძევეობის ფერმას“ (ს/კ: №422431032).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებოპირობებადგანისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში;

ბ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „საქართველოს მიწის კორპორაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 ოქტომბრის №1955 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება;

გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე არსებული სადრენაჟე არხ(ებ)ის მოვლა-ექსპლუატაციის თაობაზე, შპს „საქართველოს მელიორაციასთან“ (ს/კ: №204524568) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც შპს „აბაშის მერძევეობის ფერმის“ ვალდებულებად განისაზღვრება მის მიერ სადრენაჟე არხ(ებ)ის გადატანის ან/და ამ არხ(ებ)თან/არხ(ებ)ზე განსახორციელებელი მშენებლობის პროექტ(ებ)ის შპს „საქართველოს მელიორაციასთან“ შეთანხმება და სადრენაჟე არხ(ებ)ის გადატანის ხარჯების სრულად გაწევა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აბაშის მერძევეობის ფერმისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აბაშის მერძევეობის ფერმისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.11.2015.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აბაშის მერძევეობის ფერმისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აბაშის მერძევეობის ფერმისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 19.11.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2455. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020340.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აბაშის მერძევეობის ფერმისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.11.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აბაშის მერძევეობის ფერმისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №2455, 19.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020340 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3063422/