სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „საქართველოს მიწის კორპორაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1955
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017948
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1955

 2014 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „საქართველოს მიწის კორპორაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, აბაშის რაიონში, ანჯელის მასივშიმდებარე 77229 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი (№40.12.41.027); აბაშის რაიონში, ანჯელის მასივშიმდებარე 60572 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი (№40.12.41.022) და დანართ №1-ში მითითებული აბაშის რაიონში, ანჯელის მასივშიმდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „საქართველოს მიწის კორპორაციას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №404469856).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 4 (ოთხი) წლის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (ს/კ №40.12.41.022 და №40.12.41.027) ან მათ ნაწილზე არანაკლებ 600 (ექვსასი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმის ან ფერმების კომპლექსის მშენებლობა შემდეგი გრაფიკით:

ბ.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის განმავლობაში არანაკლებ 300 (სამასი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმა ან ფერმების კომპლექსი;

ბ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 4 (ოთხი) წლის განმავლობაში არანაკლებ 600 (ექვსასი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმა ან ფერმების კომპლექსი;

გ) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა/მოშენება შემდეგი გრაფიკით:

გ.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის განმავლობაში არანაკლებ 300 (სამასი) სული;

გ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 4 (ოთხი) წლის განმავლობაში არანაკლებ 600 (ექვსასი) სული;

დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 4 (ოთხი) წლის განმავლობაში დანართ №1-ში მითითებული აბაშის რაიონში, ანჯელის მასივშიმდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საერთო ფართობის არანაკლებ 80%-ზე ყოველწლიურად მრავალწლიანი ან/და ერთწლიანი კულტურების მოყვანა და ამავე მიზნით საჭირო აგროტექნიკის შეძენა;

ე) ამ პუნქტის ,,ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 4 (ოთხი) წლის ვადაში არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკით:

ე.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის განმავლობაში არანაკლებ 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასიათასი) აშშ დოლარი;

ე.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 4 (ოთხი) წლის განმავლობაში არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარი;

ვ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში ამ განკარგულების დანართი №1-ით გათვალისწინებული ორი უძრავი ნივთის (ს/კ №40.12.43.018; №40.12.41.025) ნაწილის სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სასარგებლოდ სერვიტუტით დატვირთვა.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „საქართველოს მიწის კორპორაციამ“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარმოადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსახორციელებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                          ირაკლი ღარიბაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „საქართველოს მიწის კორპორაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „საქართველოს მიწის კორპორაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.10.2014.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „საქართველოს მიწის კორპორაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „საქართველოს მიწის კორპორაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 31.10.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1955. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017948.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „საქართველოს მიწის კორპორაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.10.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „საქართველოს მიწის კორპორაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1955, 31.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017948 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2569884/