სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სატახასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№207
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016612
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №207

2014 წლის 10 თებერვალი

 ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სატახასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ბორჯომში, გამსახურდიას ქ. №17-ში მდებარე 2003 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 – საერთო ფართი - 1109 კვ.მ, №2 – საერთო ფართი – 66 კვ.მ და №3 – საერთო ფართი – 5.1 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №64.23.04.197) პირდაპირი მიყიდვის ფორმით 365 500 (სამას სამოცდახუთი ათას ხუთასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „სატახას” (ს/კ 236689696).

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „სანატორიუმი ბორჯომი ბაღის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი (ს/კ 226156307) პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „სატახას” (ს/კ 236689696).

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა.ა) ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის დასასრულს 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის გადახდა;

ა.ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის დასასრულს 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის გადახდა;

ა.გ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვის დასასრულს 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის გადახდა;

ა.დ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის დასასრულს 245 500 (ორას ორმოცდახუთი ათას ხუთასი) ლარის გადახდა;

ბ) №64.23.04.197 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (№1 – საერთო ფართი – 1109 კვ.მ, №2 – საერთო ფართი – 66 კვ.მ და №3 – საერთო ფართი – 5.1 კვ.მ) დემონტაჟის დასრულება და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალების და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 (ცხრა) თვის განმავლობაში;

გ) გადაცემული უძრავი ქონების ბაზაზე არანაკლებ 70-ნომრიანი მაღალი კლასის (4 ვარსკვლავის მქონე) სასტუმროს მშენებლობა, მისი დასრულება და ფუნქციონირების დაწყება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში;

დ) ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი)  ლარის ინვესტიციის განხორციელება.

4. შპს „სატახა“ ვალდებულია ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს განსახორცილებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს სამი თვით.

5. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გადაცემული ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      ირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სატახასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სატახასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.02.2014.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სატახასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სატახასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 10.02.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №207. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016612.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სატახასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.02.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სატახასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №207, 10.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016612 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2250689/