სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების შპს „ალიანს მედისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2659
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022819
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2659

2016 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების შპს „ალიანს მედისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქ. ქარელში, ფანასკერტელის ქუჩა №30-ში მდებარე 23282.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1 − №7 შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №68.10.45.028) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 342 644 (სამას ორმოცდაორი ათას ექვსას ორმოცდაოთხი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ალიანს მედის“ (ს/კ: №405108477).

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქ. ქარელში, ფანასკერტელის ქუჩა №30-ში მდებარე 23282.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №68.10.45.028) განთავსებულ შენობა-ნაგებობებში არსებული, ამ განკარგულების დანართ №1-ში გათვალისწინებული მოძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 10 000 (ათი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ალიანს მედის“ (ს/კ: №405108477).

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში 114 215 (ას თოთხმეტი ათას ორას თხუთმეტი) ლარი;

ა.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე თვის დასასრულს 114 215 (ას თოთხმეტი ათას ორას თხუთმეტი) ლარი;

ა.გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მესამე თვის დასასრულს 114 214 (ას თოთხმეტი ათას ორას თოთხმეტი) ლარი;

ბ) „სახელმწიფო ქონების შპს „ალიანს მედი +“ -ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 ივლისის №30/07/03 განკარგულებით განსაზღვრული, ასევე ამავე განკარგულებით გათვალისწინებული პირობებისაგან განსხვავებული, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პირობების შესრულება;

გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე, ამ განკარგულების დანართი №2-ით გათვალისწინებული სამედიცინო სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში და ამავე სერვისების მიწოდების უწყვეტად შენარჩუნება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე.

4. ამ განკარგულების მეორე პუნქტით გათვალისწინებული მოძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს ამავე პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                         გიორგი კვირიკაშვილი