სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1432
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024156
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1432

2017 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისშესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,სახელმწიფო საკუთრებაშიარსებული, ქალაქ თბილისში, დიდ ლილოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 20 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.08.22.670), გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ვაზიანში მდებარე 20 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.10.30.732), ქ. ზუგდიდში,  გ. გულუას ქუჩაზე მდებარე 9 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №43.31.48.363) და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში საერთაშორისო გზის (ახალქალაქი-კარწახი) მიმდებარედ არსებული 12 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №63.17.32.299) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 3840 (სამი ათას რვაას ორმოცი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (ს/კ: №205169066).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის გარდა:

ა) №81.08.22.670 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს ამავე უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება;

ბ) №81.10.30.732 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს ამავე უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება;

გ) №43.31.48.363 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს ამავე უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება;

დ) №63.17.32.299 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს ამავე უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                              გიორგი კვირიკაშვილი