სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1792
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016259
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების

შესახებ

            1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-18მუხლის მე-3პუნქტის შესაბამისად,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული,ამ განკარგულების დანართ ში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1000(ათასი) აშშ დო ლარის ეკვივალენტ ლარად საკუთრებაში გადაეცეს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი N205169066).

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა)საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან30კალენდარულ დღეში;

ბ)მყიდველის მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების ,,თურქეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” შორის 2009 წლის 4 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული მიზნებისათვის გამოყენება და ამავე მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

            3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ– სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

      პრემიერ-მინისტრი                                                 ირაკლი ღარიბაშვილი

 

დანართი

ქონების მისამართი და დასახელება

საკადასტრო კოდი

ნაკვეთის წინა ნომერი

1

ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 36 000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 335.50 კვ.მ.

05.35.26.069

22.27.03.215

2

ქ. ბათუმი, ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე 4179 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

05.35.26.071

22.27.03.119

3

ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 1006 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

05.35.26.087

05.35.26.067

4

ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 3042 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

05.35.26.204

22.27.03.079

5

ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 390 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

05.35.26.203

22.27.03.206

6

ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 3004 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

05.35.26.033

22.27.03.186