სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისათვის (საქართველო) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2495
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2495

2011 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისათვის (საქართველო) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედს (საქართველო) (საიდენტიფიკაციო კოდი – 205011609) უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 წლის ვადით გადასცეს წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ავრანლოში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 25 166კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, დანართის მიხედვით.

2. „სამხრეთკავკასიური მილსადენის პროექტის მონაწილეებსა და ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან 2002 წლის 17 აპრილს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების“ N2 დანართისა (მუხლი 1, პუნქტი 1.5) და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (მოქმედი ზემოხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღეს) საფუძველზე სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედმა (საქართველო) უზრუნველყოს საკომპენსაციო თანხის – 6946 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №2361 განკარგულება.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური

დანართი

სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისათვის (საქართველო) უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადასაცემი ქონება

ადგილმდებარეობა

ნაკვეთის ფუნქცია

მიწის ფართობი (კვ.მ)

საკადასტრო კოდი

1

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ავრანლო

არასასოფლო-სამეურნეო

11810

85.18.24.104

2

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ავრანლო

არასასოფლო-სამეურნეო

666

85.18.24.105

3

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ავრანლო

არასასოფლო-სამეურნეო

1822

85.18.24.107

4

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ავრანლო

არასასოფლო-სამეურნეო

1112

85.18.24.108

5

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ავრანლო

არასასოფლო-სამეურნეო

392

85.18.24.109

6

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ავრანლო

არასასოფლო-სამეურნეო

2127

85.18.24.092

7

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ავრანლო

არასასოფლო-სამეურნეო

1533

85.18.24.099

8

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ავრანლო

არასასოფლო-სამეურნეო

2642

85.18.24.416

9

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ავრანლო

არასასოფლო-სამეურნეო

293

85.18.24.419

10

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ავრანლო

არასასოფლო-სამეურნეო

737

85.18.24.430

11

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ავრანლო

არასასოფლო-სამეურნეო

2032

85.18.24.418