„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1451
2014 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი, ს/კ №205011609) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის ვადით, გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ნივთები.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს უზუფრუქტის საგნის საკომპრესორო სადგურამდე მისასვლელი გზის, გაზსადენისა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობის მიზნით გამოყენება.
3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
|
|
|
| დანართი |
|
| რიგითი № | საკადასტრო კოდი | მისამართი | დანიშნულება | ფართობი (კვ.მ.) |
| 1 | 81.04.14.559 | გარდაბანი, სოფელი კრწანისი | სასოფლო-სამეურნეო | 18 |
| 2 | 81.07.17.127 | მუნიციპალიტეტი გარდაბანი, გამარჯვება | სასოფლო-სამეურნეო | 38987 |
| 3 | 81.13.15.103 | გარდაბანი, სოფელი ახალი სამგორი | სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) | 318 |
| 4 | 81.15.01.506 | ქალაქი გარდაბანი | სასოფლო-სამეურნეო | 180 |
| 5 | 81.15.26.538 | ქალაქი გარდაბანი, "თბილწყარო"-ს ტეროტორია | სასოფლო-სამეურნეო | 37 |
| 6 | 83.01.09.512 | მუნიციპალიტეტი მარნეული, ყიზილ-აჯლო | სასოფლო-სამეურნეო | 1632 |
| 7 | 83.01.09.513 | მუნიციპალიტეტი მარნეული, ყიზილ-აჯლო | სასოფლო-სამეურნეო | 105 |
| 8 | 85.06.26.736 | მუნიციპალიტეტი წალკა, სოფელი კუში | სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) | 3 |
|
|
|
|
| 41280 |