„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№480
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016817
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №480

2014 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

 

„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1.  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი, ს/კ N205011609) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის ვადით, გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ნივთები.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს უზუფრუქტის საგნის მილენიუმის გზასა და საკომპრესორო სადგურს შორის მისასვლელი გზის მშენებლობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გამოყენება.

3.  ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

 პრემიერ-მინისტრი         ირაკლი ღარიბაშვილი

დანართი

 

 

რიგითი №

 

 

მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო

 

კოდი

 

 

მესაკუთრე

 

 

მისამართი

 

 

დანიშნულ ე ბა -

 

სასოფლო არასასოფლო

 

 

ფართო-ბი (კვ.მ)

 

 

კატეგორია

 

1

85.09.25.159

სახელმწიფო

რაიონი წალკა, სოფელი ოზნი

სასოფლო-სამეურნეო

150357

სახნავი

2

85.10.23.183

სახელმწიფო

რაიონი წალკა, სოფელი ბერთა

სასოფლო-სამეურნეო

1459

 

3

85.10.23.192

სახელმწიფო

რაიონი წალკა, სოფელი ბერთა

სასოფლო-სამეურნეო

12287

 

4

85.10.23.093

სახელმწიფო

რაიონი წალკა, სოფელი ბერთა

სასოფლო-სამეურნეო

22493

სახნავი

5

85.10.23.091

სახელმწიფო

რაიონი წალკა, სოფელი ბერთა

სასოფლო-სამეურნეო

24440

სახნავი

6

85.10.23.105

სახელმწიფო

რაიონი წალკა, სოფელი ბერთა

სასოფლო-სამეურნეო

24247

სახნავი

7

85.10.23.097

სახელმწიფო

რაიონი წალკა, სოფელი ბერთა

სასოფლო-სამეურნეო

24534

სახნავი

8

85.10.23.058

სახელმწიფო

რაიონი წალკა, სოფელი ბერთა (ოლიანგი)

სასოფლო-სამეურნეო

42000

სათიბი