„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№779
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №779

2015 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1.    „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი, ს/კ №205011609) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება.

2.    ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს, უზუფრუქტის საგნის საკომპრესორო სადგურამდე მისასვლელი გზის მშენებლობისა და შემდგომი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენება.

3.    ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

დანართი

 

რიგითი

საკადასტრო კოდი

მისამართი

დანიშნულება

ფართობი კვ . .

1

85.05.26.389

 წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნარდევანი

არასასოფლო-სამეურნეო

253

2

85.05.26.390

 წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნარდევანი

არასასოფლო-სამეურნეო

425

3

85.05.26.395

 წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნარდევანი

არასასოფლო-სამეურნეო

24

4

85.11.22.191

 წალკის მუნიციპალიტეტი, ბურნაშეთი

არასასოფლო-სამეურნეო

1167

5

85.10.21.430

 წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბერთა (ოლიანგი)

არასასოფლო-სამეურნეო

1029