„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№204
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016614
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №204

2014 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“(უცხოური საწარმო ს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო აღნაგობის უფლები თ  გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხ­ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონო­მი­კისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“(უცხოური საწარმო ს ფილიალი, ს/კ №205011609) უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, შესაბა­მი­სი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, გადასცეს განკარ­გუ­ლების დანართში მითითებული უძრავი ნივთები.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნივ­თე­ბის უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზ­ღვროს აღნაგობის საგნის გაზსადენის მშენებლობისათვის გამოყენება.

3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომი­კისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შე­სა­ბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                         ი . ღარიბაშვილი