სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№126
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018535
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №126

2015 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 1.   „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი, ს/კ #205011609) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება.

 2.   ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს უზუფრუქტის საგნის საკომპრესორო სადგურამდე და მიწისზედა საშუალებამდე (დგუშის მიმღები-გამშვები სადგური) მისასვლელი გზის მშენებლობის და შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გამოყენება.

 3.   ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

დანართი

 

საკადსტრო კოდი

მისამართი

დანიშნულება

ფართობი (მკვ)

1

84.08.32.212

რაიონი თეთრიწყარო, სოფელი ხაიში

არასასოფლო-სამეურნეო

6624

2

84.08.32.211

რაიონი თეთრიწყარო, სოფელი ხაიში

არასასოფლო-სამეურნეო

1056

3

85.05.25.494

რაიონი წალკა, სოფელი ნარდევანი

არასასოფლო-სამეურნეო

6

4

85.05.25.485

რაიონი წალკა, სოფელი ნარდევანი

არასასოფლო-სამეურნეო

328