„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1282
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017419
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

    საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1282

2014 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი, ს/კ N205011609) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება.

 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს უზუფრუქტის საგნის საკომპრესორო სადგურამდე მისასვლელი გზის მშენებლობისა და შემდგომი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენება.

3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ –  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი               ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

დანართი

 

რიგითი N

საკადასტრო კოდი

მისამართი

დანიშნულება

ფართობი კვ.მ.

1

85.07.21.079

რაიონი წალკა, სოფელი კიზილქილისა

არასასოფლო-სამეურნეო

81

2

85.09.25.180

რაიონი წალკა, სოფელი ოზნი

არასასოფლო-სამეურნეო

187

3

85.18.24.423

რაიონი წალკა, სოფელი ავრანლო

არასასოფლო-სამეურნეო

2709

4

85.18.24.435

რაიონი წალკა, სოფელი ავრანლო

არასასოფლო-სამეურნეო

17086

5

85.18.24.538

რაიონი წალკა, სოფელი ავრანლო

არასასოფლო-სამეურნეო

9682

 

 

 

 

29745