აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში პრივატიზების მიზნით გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №320
2006 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში პრივატიზების მიზნით გადაცემის შესახებ
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცეს თანდართულ ნუსხაში მითითებული სახელმწიფო ქონება პრივატიზების მიზნით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში პრივატიზების მიზნით გადასაცემი სახელმწიფო ქონების ნუსხა
| № | დასახელება | მისამართი | შენობის ფართო- ბი კვ.მ | დაკავებული მიწის ფარ- თობი კვ.მ | საწყისი საბალანსო ღირებულება, ლარი | ნარჩენი საბალანსო ღირებულება, ლარი |
| 1. | აჭარის ა.რ. მინ- ისტრთა საბჭოს დაუმთავრებელი მშენებლობა | ხელვაჩაურის რაიონი, სოფ- ელი სალიბაური | 1197,7 | 177400 | 1287782 | 1287782 |
| 2. | აბანო №4 | ქ. ბათუმი, ერას ქ.№33 | 302,7 | 1036 კვ.მ-დან 331,2 კვ.მ წი- ლობრივად | 10042 | 6497 |
| 3. | „დიდი ბანკის ” სამსართულიანი შენობა სარდა- ფით | ქ. ბათუმი ბარათაშვი- ლის ქ.№17 | 1615,42 | 498,88 | 5000000 | 5000000 |
| 4. | ხულოს სამრეწ- ველო კომბინა- ტი | დაბა ხულო, აბუსერიძის ქ.№12 | 3098,15 | 3869 | 57383 | 57383 |
| 5. | საქართველოს სოფლის მეურ- ნეობის მეცნიე- რებათა აკადე- მიის ბათუმის აგრარული ბიო- ტექნოლოგიები- სა და ბიზნესის ინსტიტუტის ბა- ლანსზე რიც- ხული გამოუყე- ნებელი საასორ- ტიმენტო მეთო- დური კაბინეტი | ქ. ბათუმი, დუმბაძის ქ.№5 | 364,72 | 409 | 10315 | 5848 |
| 6. | აფთიაქის დაუმ- თავრებელი მშე- ნებლობა | ქ. ქობულეთი, რუსთაველის ქუჩა უნივერ- მაღის მიმდე- ბარედ | 1148 | 633,3 | 315500 | 315500 |