სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№512
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№512

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:

ა) გადაეცეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში უძრავი სახელმწიფო ქონება №1 დანართის მიხედვით;

ბ) გადაეცეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი №2 დანართის მიხედვით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება განკარგულების შესრულების მიზნით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი            ვ. გურგენიძე

დანართი №1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადასაცემი უძრავი სახელმწიფო ქონების ნუსხა

 

დასახელება

მისამართი

შენობა-ნაგებობის ფართობი, კვ.მ

დამაგრებული მიწის ნაკვეთის ფართობი, კვ.მ

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრაციის №

1

შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი

ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. №51

2814,76

6960

05.03.05.004

 

დანართი №2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადასაცემი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი

საწარმოს დასახელება

იურიდიული მისამართი

კაპიტალი (ლარი)

სახელმწიფოს წილი

(%)

1

სს „ტრანსფორმატორი და ელექტროხელსაწყო“

ქ. ბათუმი,

ოძელაშვილის

ქ. №20

 

 

4594334

 

 

91,405

2

შპს „ქედის ღვინის ქარხანა“

დაბა ქედა, წერეთლის

 ქ. №4

 

 

39252

 

 

100

3

შპს „ბათუმის ელექტრომექანიკური და ლითონკონსტრუქციების საწარმოო გაერთიანება

ქ. ბათუმი, ლეონიძის

ქ. №15

 

 

4085620

 

 

100