აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№421
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 16/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №421

2007 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწი­ფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“ საქარ­თველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №26 დადგე­ნი­ლებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცეს შემდეგი სახელმწიფო ქონება:

ა) უძრავი ქონება (№1 დანართის მიხედვით);

ბ) შპს „ბათუმის გემთსაშენი ქარხნის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი (№2 დანართის მიხედვით);

გ) მოძრავი  ქონება – 5 ერთეული „ნავი 4,25“.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღო­ნის­ძიებათა განხორციელება განკარგულების შესრულების მიზნით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი                  ზ. ნოღაიდელი

დანართი №1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადასაცემი სახელმწიფო ქონების ნუსხა

დასახელება

მისამართი

შენობის ფართობი, კვ.მ

დაკავებული მიწის

ფართობი, კვ.მ

1.

არასაცხოვრებელი ფართობი

ქ. ბათუმი, მეტაქსას

ქ. -10-10ა

425,65

წილობრივად

დამაგრებული ფართობი

2.

შენობა-ნაგებობები

ქ. ბათუმი, ზ. გამსახურდიას ქ. №42

822,41

489,6

3.

შენობა-ნაგებობა

ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №37

232,6

337,4

4.

შენობა-ნაგებობები

ქ. ბათუმი, მ. კომახიძის ქ. №119

3630,65

3313

 

დანართი №2

აჭარის ავტონომიური რესპუბლკის საკუთრებაში გადასაცემი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის შესახებ ინფორმაცია

 

საწარმოს

დასახელება

იურიდიული

მისამართი

საწესდებო

კაპიტალი

(ლარი)

საწარმოს

საქმიანობის

სფერო

საანგარიშო

წლის მოგება, ზარალი (ლარობით

ათასამდე)

კრედიტორული და­­ვ­ალიანება

(ლარობით

ათასამდე)

დებიტორული

დავალიანება

(ლარობით

ათასამდე)

შპს

„ბათუმის

გემთსაშენი

ქარხანა“

ქ. ბათუმი,

მწვანე

ქ. №1

14 184 450

მცურავი საშუალებების

მშენებლობა და რემონტი

14 587

944776

2213055