სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№220
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 17/05/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №220

2006 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის № 26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას პრივატიზების მიზნით საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფო ქონება დანართის მიხედვით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) განკარგულების შესასრულებლად უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი

დანართი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში

გადასაცემი სახელმწიფო ქონების ნუსხა

 

დასახელება

მისამართი

შენობის

ფართობი კვ.მ

დაკავებული

მიწის ფარ-

თობი კვ.მ

საწყისი

საბალანსო

ღირებულება

 ლარი

ნარჩენი

საბალანსო

ღირებულება

  ლარი

1.

სალიბაურის

სამთავრობო

რეზიდენცია

ხელვაჩაურის

რაიონი, სოფელი სალიბაური

1197,7

177400

მონაცემი

არ არის

1287742

(შეფასებულია

აუდიტის მიერ,

გათვალისწინებუ-ლია მიწის

ნაკვეთის ღირებულებაც)

2.

საქართველოს

პედაგოგთა

კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ბათუმის ლიკვიდირებული

ინსტიტუტის

შენობის ფართობი და წილობრივად და

მაგრებული მიწა

ქ. ბათუმი,

ლ. ასათიანის/

რუსთაველის

ქ №1-29

1212,95

810 საერთო

საკუთრების

1212,95/1309,72

ნაწილი

24913

18275