სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №824
2008 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:
1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფო ქონება მისი შემდგომი პრივატიზების მიზნით, დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
დანართი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადასაცემი უძრავი სახელმწიფო ქონების ნუსხა
| № | დასახელება | მისამართი | შენობა-ნაგებობის ფართობი (კვ.მ) | მიწის ფართობი (კვ.მ) | მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო № |
| 1. | შენობა-ნაგებობის ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი |
ქ. ბათუმი, ი. აბაშიძის ქ. №7 |
42,3 |
წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი |
05.02.33.007 |
| 2. | შენობა-ნაგებობის ფართობი და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი | ხელვაჩაური, სოფელი გონიო | 2965,8 | 11815 | 22/29/07/011 |
| 3. | არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) | ხელვაჩაური, სოფელი ადლია | - | 10008 | 22/25/05/042 |
| 4. | არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) | ხელვაჩაური, სოფელი გონიო | - | 5005 | 22/29/07/013 |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.12.2008.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ მიღებულია 03.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №824. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.12.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“, №824, 03.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2186023/