უძრავი სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №260
2009 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
უძრავი სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:
1. გადაეცეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში უძრავი სახელმწიფო ქონება (დანართის მიხედვით).
2. განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადასაცემი უძრავი სახელმწიფო ქონების ნუსხა
| № | დასახელება | მისამართი | შენობა-ნაგებობის ფართობი კვ.მ. | დაკავებული მიწის ფართობი კვ.მ. | მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო № |
| 1 | სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი კახაბერი | _ | 255174 | 22/25/07/001 |
| 2 | სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი კახაბერი | _ | 265186 | 22/25/07/002 |
| 3 | შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი | ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა №84-86 | 918 | 1035 | 05.22.35.002 |